მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მოსკოვი-თბილისი 21 600 რუბლი-ფრენების აღდგენის შემდეგ საქართველო რუსებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილი გახდა

რუსული პროსახელისუფლებო სააგენტო RIA წერს, რომ მას შემდეგ რაც რუსეთმა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები აღადგინა, საქართველო რუსი ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილი გახდა. შესაბამისი განცხადება კრემლისტურ მედიასთან ბილეთების დაჯავშნის სერვისის პრესსამსახურმა გააკეთა, “შიდა კვლევებზე” დაყრდნობით.

RIA-ს ცნობით, კომპანია ავიასეილსში ივნისში გაყიდული ბილეთების სტატისტიკა შეისწავლეს.

“საქართველო, რომელთანაც პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა, გახდა ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება, თურქეთის შემდეგ. პირდაპირი ფრენა მოსკოვი-თბილისი 21 600 რუბლი ღირს, ერთი მიმართულებით”, – ამბობენ ბილეთების დაჯავშნის სერვისში

თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა, რასაც ყურადღება The New York Times-მაც მიაქცია.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მგზავრებს პროტესტითა და შეძახილებით შეხვდნენ. ავტორი წერს, რომ წარწერები “რუსებო წადით სახლში” თბილისში ჩვეულებრივი მოვლენაა და NATO-ში გაწევრიანებაც ქვეყნის კონსტიტუციით არის განმტკიცებული.

“მაგრამ პარასკევს მოსკოვიდან Azimuth Airlines-ის რეისის A4851 ჩასვლის შემდეგ კავკასიის მთებში მდებარე პატარა საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა მოსკოვთან მჭიდრო კავშირების დამყარებისკენ. ეს მოყვა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 10 მაისის განკარგულებას რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენისა და საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.

ფრენების განახლება და პარასკევის აქციები ხაზს უსვამს საქართველოს შიგნით არსებულ დაძაბულობას რუსეთთან ურთიერთობის გამო და სიფრთხილეს, რომელსაც ბევრი ქართველი გრძნობს იმ ქვეყანასთან დაახლოების გამო, რომელთანაც 15 წლის წინ ომი ჰქონდა, გასულ წელს კი უკრაინაში შეიჭრა, კიდევ ერთ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში.

ურთიერთობების დათბობა ასევე ასახავს მოსკოვის სურვილს დაამყაროს კონტაქტი სხვა მთავრობებთან, იქნება ეს მეგობრული ურთიერთობის თუ მძიმე დიპლომატიის მეშვეობით, რათა იპოვოს რაც შეიძლება მეტი პარტნიორი, რადგანაც დასავლური სამყაროს დიდი ნაწილი მას წინ აღუდგა”, – ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიის ავტორი წერს, რომ წარსულში საქართველომ აჩვენა თავისი დაპირისპირება მოსკოვთან, თუმცა ახლა იქცა ერთ-ერთად იმ რამდენიმე საბჭოთა რესპუბლიკიდან, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგაც კი დაუახლოვდა.

შეგახსენებთ რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

გუშინ, 19 მაისს, პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც აქტივისტები დააკავეს. პოლიციამ, სულ მცირე, 6 ადამიანი დააკავა.

კიდევ ერთი აქცია რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება- პარლამენტთან, 20:00 საათზე გაიმართა.

რაც შეეხება თავად რუსულ კომპანიებს, ფრენის უფლება მიიღო კომპანია ავიაკომპანია Азимут–მა, რომელმაც 19 მაისს პირველი რეისი შეასრულა და კომპანია Red Wings-მა. ორივე კომპანია არის სანქცირებული უკრაინის მიერ. Red Wings-ი ასევე ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაშიც არის.

მსგავსი პოსტები

Back to top button