დანიის მოქალაქეს ზიკას ვირუსი აღმოაჩნდა [Video]
დანიის მოქალაქეს ზიკას ვირუსის არსებობა დაუდგინდა. BBC-ს ინფორმაციით, ეს დანიის ტერიტორიაზე ზიკას გამოვლენის პირველი შემთხვევაა.
ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული მოქალაქე სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობდა.
ამჟამად, ზიკას ვირუსი სამხრეთ ამერიკაში ძალიან სწრაფად ვრცელდება. იგი ადამიანს კოღოს კბენით გადაეცემა და ახალშობილებში თანდაყოლილ დეფექტებს იწვევს.
ეს ვირუსი ფეხმძიმე ქალებისთვის განსაკუთრებით საშიშია. იგი ნაყოფში მიკროცეფალიას იწვევს.
მიკროცეფალია – პათოლოგიურად პატარა ზომის თავის ქალაა, რომლის გარშემოწერილობა ნორმაზე 2-3-ჯერ ნაკლებია. მიკროცეფალიის დროს თავის ტვინიც მცირე ზომისაა და სულ 500-600 გრამს იწონის.
ზიკას სინდრომი უკურნებელი სენია. დღესდღეობით მისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება არსებობს – აღნიშნული ვირუსის გადამტან კოღოებთან ბრძოლა.
ზიკას ვირუსი Flaviviridae-ს ოჯახის აბროვირუსულ ინფექციას განეკუთვნება. მისი გადამტანი Aedes გვარის კოღოა.
აღსანიშნავია, რომ ზიკას ვირუსი, ცენტრალურ ამერიკაში მოგზაურობის შემდეგ, შტატ ვირჯინიას ერთ-ერთ მკვიდრსაც აღმოაჩნდა.