მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დანილოვი არ გამორიცხავს უკრაინის არმიის გადასვლას რუსეთის ტერიტორიაზე

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ თუ უკრაინის დასაცავად საჭირო იქნება, მათი ჯარი რუსეთის ტერიტორიაზეც იბრძოლებს.

ამის შესახებ დანილოვმა Kyiv Post-თან ინტერვიუში ისაუბრა. კითხვაზე „შეიძლება უკრაინის ჯარი რუსეთის ტერიტორიაზე იყოს უკრაინის დასაცავად?“, დანილოვმა უპასუხა, რომ იქ იქნებიან სადაც საჭირო იქნება.

„დიახ, რა თქმა უნდა. თუ აუცილებელი იქნება იქ ყოფნა, სადაც საჭიროდ მივიჩნევთ, რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, იქ ვიქნებით. და ჩვენ არავის ვკითხავთ. და მთელი ეს საუბარი იმაზე, რომ არაა საჭირო ვინმეს გაღიზიანება უაზრობაა.“ – განაცხადა დანილოვმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის განცხადებით, ჩრდილოეთ უკრაინაში საზღვრისპირა დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

კირილო ტიმოშენკოს თქმით, ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სოფელ კატერინივკაზე რუსული დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა.

მისივე ინფორმაციით, ქალაქ სემენივკაში, ჩრდილოეთ ჩერნიგოვის რეგიონში, საარტილერიო ცეცხლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ადგილზე თავდასხმის შედეგად გათიშულია ელექტროენერგიაც.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, 5 იანვრიდან რუსეთი მობილიზაციის ახალ ტალღას გეგმავს.

“მორიგი მობილიზაციის ტალღის დაწყება 5 იანვარს გადაწყვიტეს. არ ვიცი, 5 იანვარს გამოაცხადებენ თუ არა, თუმცა გეგმებში 5 იანვარია.

მათ მოუწევთ მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყება, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ წარსული მობილიზაცია, რომელიც თითქოსდა დასრულდა, არ შეჩერებულა – ხალხის მობილიზება მთელი სისწრაფით მიმდინარეობს”, – თქვა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა.

ბუდანოვი ამბობს, რომ რუსებს უზარმაზარი პრობლემები აქვთ არსებული დანაყოფების დაკომპლექტებასთან და ახლის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, რუსებს აღარ ჰყავთ საკმარისი ცოცხალი ძალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button