მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

„დანიშნავს თუ არა მმართველი პარტია რიგგარეშე არჩევნებს“

დანიშნავს თუ არა მმართველი პარტია რიგგარეშე არჩევნებს, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე შარლ მიშელის შეთანხმების შესაბამისად 43 %-ზე ნაკლებს მიიღებს, ამ კითხვებზე „ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე არ პასუხობს. პარტია ამ შეთანხმებიდან გადის და მას გაუქმებულად აცხადებს.

“წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ არათუ 43 პროცენტს, არამედ 3, 4, 5 და 6 პროცენტით მეტზე ვილაპარაკოთ და იმაზე ნაკლები დაჯდეს. ჩვენი მონაცემები რაც არის და ყველა ლოგიკიდან გამომდინარე, წარმოუდგენლად მიმაჩნია, შეიძლება ოპტიმისტი ვარ, მაგრამ არ მგონია, საპარლამენტო არჩევნებზე ნაკლები შედეგები (48%) დავდოთ… ამაზე არჩევნების მეორე დღესვე თქვენ კითხვები არ გექნებათ”, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ისინი გაუქმებულად აცხადებენ 19 აპრილს უცხოელი დიპლომატების ჩართულობით მიღწეულ შეთანხმების. ამ შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო, თუ მმართველი პარტია ვერ მიიღებდა თვითმმართველობის არჩევნებში 43 პროცენტზე მეტს, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button