მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

დაპირისპირება ახალქალაქში – დაწყებულია გამოძიება

ახალქალაქში, ნალბანდიანის ქუჩაზე ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, იყო გასროლაც.

jnews.ge -ს ინფორმაციით, თავდაპირველად ჩხუბი ორ ახალგაზრდას შორის დაიწყო, რომლებიც ავტომობილებით ერთმანეთს გზას არ უთმობდნენ. სიტყვიერი კამათი ფიზიკურ ჩხუბში გადაიზარდა. იყო გასროლაც.

სააგენტოს ინფორმაციით, დაშავებულია ერთი პირი.

„40 წელს გადაცილებული მამაკაცი თავის ტვინის დაზიანებითაა შემოსული. დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა აქვს. გავუწიეთ პირველადი ამბულატორიული მკურნალობა. მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება რამდენიმე საათი, შემდეგ კი სახლში გავუშვებთ.” – განაცხადა ჰოსპიტალის მენეჯერმა.

ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ, კონფლიქტის ზოგი მონაწილე გაიქცა. საქმეზე გამოძიება სსკ-ს 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button