საქართველოსიახლეები

დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე

ბიუროს სხდომაზე დაპირისპირება იყო „ქართული ოცნების“ წევრებსა და ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს შორის. კამათი გუშინ გურჯაანში განვითარებულ მოვლენებზე საუბარს მოჰყვა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ გუშინ მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, როდესაც ველისციხეში დეპუტატების ავტომობილი დაზიანდა. სოფო ქაცარავამ აღნიშნულ ფაქტს მიზანმიმართული პროვოკაცია უწოდა.

რომან გოცირიძემ სოფო ქაცარავა ტყუილში დაადანაშაულა და უმრავლესობის წევრს დემაგოგი და უნამუსო უწოდა.

მოისმინეთ სოფო ქაცარავას, აკაკი ზოიძის, თამარ ჩუგოშვილის და რომან გოცირიძის ხმები.

მსგავსი პოსტები

Back to top button