მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

დაპირისპირება დმანისში-დაზიანებულია ავტომობილები

დმანისში მეორე დღეა დაპირისპირება გრძელდება. ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებს შორის პოლიციელები დგანან და ცდილობენ არ დაუშვან ფიზიკური ანგარიშსწორება.

მსვლელობის მონაწილეები ხელკეტებითა და ჯოხებით არიან შეიარაღებულები. ეთნიკურად აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ გუშინდელ დაპირისპირებაში მონაწილე პირების სახლების კარები და ავტომობილები დააზიანეს. ინციდენტის რამდენიმე მონაწილე დაკავებულია.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დმანისში აქციის ჩატარება სცადეს ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა, რომლებიც გუშინდელი დაპირისპირების დროს დაშავდნენ. მათ წინააღმდეგ დმანისშივე მცხოვრები ეთნიკურად ქართველები გამოვიდნენ.

16 მაისს ინციდენტი სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარის შემდეგ დაიწყო. გამყიდველი და მეპატრონე ყვებიან, რომ ინციდენტი პროდუქტის ვალად გატანის მოთხოვნას მოჰყვა.

თავდამსხმელები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები. დმანისის მერის განცხადებით, დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მოხდა და ამ თემის გადატანა ეთნიკურ და რელიგიურ ჭრილში არასწორი იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button