დაპირისპირება „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ქეთევან ქოჩორაშვილი პარტიიდან გარიცხეს.

ქოჩორაშვილის განცხადებით მისი პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება ნიკა მელიამ მიიღო.

მისი თქმით, ირაკლი აბესაძის ნაცვლად, სიის მიხედვით, საკრებულოს წევრი სწორედ ის უნდა გამხდარიყო, თუმცა მელია უარის თქმას აიძულებდა და მის ნაცვლად საკრებულოში დავით ავალიანის შეყვანას ცდილობს.
ქოჩორაშვილმა ამბობს,რომ მელიას გადაწყვეტილებით, ის პარტიი იდან გარიცხეს, ამოიღეს სიიდან და, შესაბამისად, საკრებულოშიც ვერ შევა.
”ნაციონალური მოძრაობა” დედაქალაქის საკრებულოში 8 დეპუტატით არის წარმოდგენილი. ქოჩორაშვილი სიაში მე-9 ნომერია, ავალიანი კი -მე-15.
ქოჩორაშვილის ინფორმაციით, ავალიანამდე სიაში მის შემდგომ არსებული პირები საკრებულოს წევრებად საერთოდ არ განიხილება.

მსგავსი პოსტები

Back to top button