მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დაპირისპირება ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცავებს შორის

სოფელ გუმათში, ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. რიონის ხეობiს მცველები კომპანია “ენკას” მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, დღეს ისინი ბარიკადებს მიღმა გადასვლას კვლავ შეეცდებიან და ასევე, გააგრძელებენ ხმაურიან აქციას.

“გაიარა პოლიციის პიკაპების კოლონამ, რომლის უკანა სავარძლებზეც, კომპანია “ენკას” თანამშრომლები ისხდნენ. რადგან აქ ვდგავართ, როგორც ჩანს ამ ხერხს მიმართეს და პოლიციის მანქანებში გადააჯინეს მუშები. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გეგმებს, ვეცდებით გუშინდელის მსგავსად შევიდეთ ბარიკადების მიღმა და გაგრძელდება ხმაურის აქციაც,”- აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა ”რიონის ხეობის გადარჩენისთვის” დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი.

დღეს უკვე მე-6 დღეა, რაც რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხეობაში დაბრუნდნენ და ასე აპროტესტებენ “ნამახვანჰესის” მშენებლობას.

210 დღეზე მეტია, რაც აქციები უწყვეტად გრძელდება.

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნებია, დატოვოს კომპანია “ენკამ” რიონის ხეობა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button