საქართველოსიახლეები

დაპირისპირება პარლამენტში

საჩხუბარი მოედანიც არ არის, რომ გამოგიყვანოთ და გაგანგრიოთ – ასე გამოეხმაურა პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების გამო შეწყვეტილი სესიის განახლების შემდეგ მომხდარს უმრავლესობის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი.

დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში ნიკა მელიას მწვავე გამოსვლამ გამოიწვია. მან თავის განცხადებაში მმართველი პარტიის დეპუტატები და პარლამენტის თავმჯდომარე კრიმინალებად მოიხსენია და განაცხადა, რომ ეს იყო სისხლიანი არჩევნები.

სწორედ მელიას ამ გამოსვლას მოჰყვა ირმა ინაშვილის გაღიზიანება და მან დეპუტატს ფურცლები შეაყარა, ხოლო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა ზურგიდან ჩაარტყა.

ირმა ინაშვილმა უმრავლესობას მოუწოდა, შეუერთდნენ რეზოლუციას, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოაცხადებს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა კი, ოპონენტებს მიმართა, რომ ისინი მადლობას კრიმინალებს უხდიან, სალომე ზურაბიშვილს კი, არ აქვს ხალხის მანდატი.

მოისმინეთ ზაზა პაპუაშვილის, ირმა ინაშვილის, ნუკრი ქანთარიას და ზურაბ ჭიაბერაშვილის კომენტარები.

მსგავსი პოსტები

Back to top button