მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში-მობილიზებულია პოლიცია

მარტვილში,სალხინოს მამათა მონასტერში ისევ დაპირისპირებაა. ამჯერად, მონასტრის ეზოში მდებარე ეკლესიის ამბიონში ერთმანეთს სასულიერო პირები და მრევლი დაუპირისპირდა.

მხარეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მონასტრის ეზოში მომხდარმა გუშინდელმა ინციდენტმა გამოიწვია.

მონასტერში მოსალოცად მისულ მრევლის ნაწილსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მომხრეები დახვდნენ და მათ მონასტრის დატოვება მოსთხოვეს,რასაც სიტყვიერი დაპირისპირება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

სიტუაცია სალხინოს მამათა მონასტერში ამ წუთებშიც დაძაბულია. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი,ისინი სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button