ხმაურია ზუგდიდში მძღოლების აქციაზე

ხმაურია ზუგდიდის ცენტრში – 200-მდე მძღოლი ქალაქში მეტრო ჯორჯიას ავტობუსების შესვლას აპროტესტებს.

დაკავებულია აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. რამდენჯერმე იყო გზის გადაკეტვის მცდელობა, თუმცა სამართალდამცველებმა მძღოლებს ამის უფლება არ მისცეს.

აქციის მონაწილეები საქმეში ხელისუფლების ჩარევას ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, თურქული კომპანიის შესვლით ისინი სამუშაოს კარგავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button