“დარჩით სახლში, ოღონდ არა მეგობრის სახლში”
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მიმართვას ავრცელებენ და საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
“დიდი მადლობა ყველას, ვინც ითვალისწინებთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლის პროცესში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად, ჩვენი საზოგადოება, საქართველოს სახელმწიფო, ჩვენ, ექიმები, დავამარცხებთ ამ ვერაგ დაავადებას, დარჩით სახლში,” – მიმართა საზოგადოებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აუცილებელია საკუთარ სახლში დარჩენა:
“დარჩით სახლში, ოღონდ საკუთარ სახლში, არა მეზობლის სახლში, არა მეგობრის სახლში,” – აცხადებს პაატა იმნაძე.
“თუ სიცოცხლე გიყვარს, დარჩი სახლში” – მიმართა მოქალაქეებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა.