აფრიკელი ხელმწიფე გერმანიაში ავტომექანიკოსად მუშაობს [Photo/video]

მეფე ბანსა ანუ ტოგბე ნგორიფია კიფა კოსი ბანსა განის სახელმწიფოში ჰოჰოს ტერიტორიის მმართველია. საკუთარი ქვეყნის 200 ათასი ქვეშევრდომის გარდა, ბანსას ტოგოს რესპუბლიკაში მხოვრები – ევეს ტომის 2 მილიონი წარმომადგენელი თავის ლიდერად თვლის.

მაგრამ მეფე არც განაში და არც ტოგოში ცხოვრობს. მისი სახლი გერმანულ ქალაქ ლუდვიგსჰაფენშია განლაგებული, სადაც იგი საკუთარ სახელოსნოში ავტომექანიკოსად მუშაობს. 1970 წელს, ბაბუამისმა – ჰოჰოს მეფემ შვილიშვილი გერმანიაში სასწავლებლად გაგზავნა. 1987 წელს, უბედურების ზარმა უეცრად ჩამოჰკრა, ბანსას ბაბუა გარდაიცვალა, ხოლო მისი მამა და ძმა მმართველობისთვის გამოუსადეგრად გამოაცხადეს, ვინაიდან ისი ცაციები იყვნენ. ბანსა ტახტის მემკვიდრე გახდა და საკუთარი ხალხის კეთილდღეობასა და განვითარებაზე ზრუნვა დაიწყო. ამასთანავე მონარქი გერმანიაში 9-დან 17 საათამდე საკუთარ სახელოსნოში მუშაობას აგრძელებს, სახელმწიფოს კი ტელეფონის, სკაიპისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მართავს.

მეფე ბანსა, გერმანელ მეუღლესთან ერთად, რამდენჯერმე სამშობლოსაც ესტუმრა, რათა საკუთარი ქვეშევრდომების პრობლემებში გარკვეულიყო.

1992 წელს, განა დემოკრატიული რასპუბლიკა გახდა, მაგრამ მისი ტრადიციული მეფეები ქვეყნის განვითარებაში დიდ როლს თამაშობენ. ბანსა აშენებს სკოლებს, ხიდებს, ჭებს, ყიდულობს წყლის ტუმბოებსა და ავტომობილებს. ამ მიზნებისთვის ფულის შესაგროვებლად, მეფე, გერმანიაში სატელევიზიო შოუებში და საჯარო ღონისძიებებში, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი მღერის და ცეკვავს.

პროექტების დასაფინანსებლად, ბანსამ საკუთარი ლუდიც გამოუშვა – სახელწოდებით “აკოსომბო”, თუმცა თვითონ ალკოჰოლს არ ეტანება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”23110″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button