დარღვევები რომელიც საია-მ გამოავლინა [აუდიო]

როგორ მიმდინარეობს არჩევნები 2016 – დამკვირვებლებისგან მიღებული ინფორმაციის პირველადი ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა საზოგადებას წარუდგინა. დარღვევების შესახებ საია-ს თავმჯდომარემ ისაუბრა. ამ დორისთვის საია-ს დამკვირვებლებს 11 საჩივარი აქვთ დაწერილი.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა. ამასთან ერთად, ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის თავმჯდოამარის თქმით, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ნებისმიერი დარღვევის შესახებ საია-ს მიერ მოწმდება.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ძირითადი დარღვევები წილისყრის პროცედურებთან და არასათანადო ქცევასთან დაკავშირებით დაფიქსირდა. მისივე თქმით, ნაძალადევის 26-ე და დიდუბის მე-11 უბნებზე სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევა და არასათანადო ქცევა დაფიქსირდა.

ნაცვლიშვილის განცხადებით, 2 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მედიის წარმომადგენელმა კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი საარჩევნო უბანზე ჩაწერა.
მისივე თქმით, ზუგდიდში 34-ე უბანზე დამკვირვებლის არშეშვების ფაქტი დაფიქსირდა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, კომისიის წევრების მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების რამდენიმე შემთხვევა დაფისქსირდა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, დუშეთის 49-ე უბანზე იმყოფებოდა კომისიის მხოლოდ 7 წევრი. ზუგდიდის ოლქში კი საუბნო-საარჩევნო კომისიებს დაგვიანებით მიეწოდათ ბიულეტენები.

მსგავსი პოსტები

Back to top button