დარღვევები წინასაარჩევნოდ პარტიების დაფინანსებისას

რა დარღვევები გამოვლინდა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისას  – “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო” ანგარიშს აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, 2016 წელს მმართველ პარტიასა და დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტების შემოსავლებს შორის დიდი სხვაობაა.

“ქართულმა ოცნებამ” 21 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, რაც მეორე ადგილზე მყოფი “ნაციონალური მოძრაობის” შემოსავალს 7-ჯერ აღემატება.

კვლევის ავტორების განცხადებით, შესაძლო დარღვევები ვლინდება ფიზიკური პირების შემოწირულობების დროსაც, რომელთაგან 122 სახელმწიფო თანამდებობის პირი ან მათი ოჯახის წევრი იყო.

მაგალითად, ანგარიშის მიხედვით, ზვიად კვაჭანტირაძემ 2016 წელს “ქართულ ოცნებას” 30 ათასი ლარი შესწირა, რაც მის დეკლარირებულ შემოსავალზე 3-ნახევარჯერ მეტია. ზაზა პაპუაშვილმა კი 45 ათასი ლარი, ანუ – შემოსავლის 184 %

გამჭვირვალობა საქართველოდან ლევან ნატროშვილის და პარლამენტის წევრის ზაზა პაპუაშვილის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button