მკვლელობა და დაჭრა თბილისის სხვადასხვა უბანში

მკვლელობა აწყურის ქუჩის 31 ნომერში.

გარდაცვლილიa ახალგაზრდა ქალი. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობამდე სახლიდან ჩხუბის ხმა ისმოდა. მეზობლების თქმით, სახლი გაქირავებული იყო და იქ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. ამ დროისთვის გარდაცვლილის ვინაობა უცნობია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დადგენილია პიროვნება, რომელმაც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა.

მომხდარზე სისხლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108 -ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ვაზიანის სამხედრო დასახლებაში კი ინციდენტი მოხდა. სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს შორის დაპირისპირების შედეგად, ერთი მძღოლია დაჭრილი. როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაპირისპირება ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსისა და ადგილობრივ მძღოლებს შორის მოხდა.

50 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა. თვითმხილველებს პოლიცია კითხავს.

შეგახსენებთ, რომ ვაზიანში ახალი ხაზი ერთი თვის წინ დაემატა, რაც ადგილობრივი მძღოლების პროტესტის მიზეზი გახდა. ისინი ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მხრიდან ზეწოლაზეც საურობენ. მეორე მხარე კი კომენტარს თავს არიდებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button