მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დარწმუნებული ვარ, შევწყვეტთ დამოკიდებულებას რუსეთის გაზსა და ნავთობზე

უკრაინის პრეზიდენტი დღეს კიევში, ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. ამის შემდეგ, პრეზიდენტებმა განცხადებები გააკეთეს.

დარწმუნებული ვარ, შევწყვეტთ დამოკიდებულებას რუსეთის გაზსა და ნავთობზე, რაზეც პარტნიორებთან ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა მივაღწიოთ საერთო მიზანს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კრემლის მიზანია, გაანადგუროს უკრაინის სუვერენიტეტი და გაყოს ევროკავშირი, მაგრამ ის ვერ მიაღწევს მიზანს.

„რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირში ჩვენ ერთხმად მივიღეთ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება, რომელიც მიმართული იყო ათას ფიზიკურ პირზე, სხვადასხვა გაერთიანებებზე, ფინანსურ სექტორზე. ასევე განვიხილავთ 27 წევრ სახელმწიფოს შორის, ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, მაგალითად, გუშინ გვქონდა განხილვები ჯო ბაიდენთან, როგორ შეგვიძლია, გავზარდოთ ზეწოლა კრემლზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ შეგვიძლია კრემლის ქცევის შეცვლა. ეს არ არის ადვილი, ეს ძალიან რთულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ სანქციები მტკივნეულია კრემლისთვის, რეჟიმისთვის და არა ჩვენთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ძალისხმევა ადრე თუ გვიან მიმართული იქნება ნავთობისკენ და გაზისკენ და დარწმუნებული ვარ, ერთხელაც ჩვენ შევწყვეტთ დამოკიდებულებას რუსეთის გაზსა და ნავთობზე. ამისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც საჭიროა, რათა მივაღწიოთ ამ საერთო მიზანს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
ამასთან გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბაერბოკის განცხადებით, გერმანია წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტს ეტაპობრივად შეწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

,,გერმანია რუსული ენერგორესურსების იმპორტს მთლიანად შეწყვეტს. ნავთობის იმპორტი ზაფხულისთვის განახევრდება და წლის ბოლომდე მთლიანად შეჩერდება”, – განაცხადა ბაერბოკმა.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სპიკერმა CNN-ს განუცხადა, რომ გერმანიას სურს, რუსული ენერგეტიკის იმპორტისგან სრულ დამოუკიდებლობას ეტაპობრივად მიაღწიოს.

როგორც CNN-ი იუწყება, ამ თვის დასაწყისში გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მას სჯერა, გერმანია შეძლებს ამ წლის ბოლოს, იმპორტი შეწყვიტოს, მაგრამ დასძინა, რომ ქვეყანას რუსული ბუნებრივი აირის იმპორტისგან თავის დასაღწევად მეტი დრო დასჭირდება.

მიშელი ბევრ სხვა პრობმლემასაც შეეხო ზელინსკთან შეხვედრისას სიტყვები არ მყოფნის იმის ასახსნელად, რასაც ვგრძნობ არა როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტი, არამედ როგორც მამა, როგორც ადამიანი, – ასე აფასებს უკრაინაში ვიზიტს, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთთან, უკრაინის გამარჯვებას მხარს უჭერს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინას.

შარლ მიშელმა დასძინა, რომ ევროკავშირი საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდროდ თანამშრომლობს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) და მსოფლიო ბანკი, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ უკრაინას შეეძლება, მიიღოს ის სახსრები, რომელიც მას მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი ხარჯებისთვის სჭირდება.

უკრაინის პრეზიდენტი, არ ადასტურებს, რომ მისმა ქვეყანამ რუსეთისგან ომის დასრულების მოლაპარაკებების ფარგლებში მიღებული დოკუმენტის პროექტი მიიღო. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა კიევში ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთისგან მსგავსი შეთავაზება „არათუ არ უნახავს, არამედ დარწმუნებულია, რომ ის არც არსებობს“.

ის ასევე პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ “ბურთი კიევის მხარესაა”.

“პრინციპში, ადრე ფეხბურთს საკმაოდ კარგად ვთამაშობდი. რა წესებია იქ: ორი გუნდი და ბურთი უნდა იყოს. აქ მეჩვენება, რომ პესკოვი ფეხბურთს საკუთარ თავს ეთამაშება. როგორც კი ბურთს ჩვენ მოგვცემენ, აუცილებლად ვაჩვენებთ კარში როგორ ვურტყამთ“, – დასძინა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინას შეთანხმების დოკუმენტის პროექტი გადასცა, მაგრამ კიევი არ ჩქარობს რეაგირებას.

მისი თქმით, უკრაინული მხარე მუდმივად შორდება ადრე შეთანხმებულ პოზიციებს, მუდმივად ცვლის მათ, რაც უარყოფითად აისახება მოლაპარაკებების ეფექტურობაზე.

“ჩვენი დოკუმენტის პროექტი გადაეცა უკრაინულ მხარეს, რომელიც შეიცავს აბსოლუტურად მკაფიო ფორმულირებებს. ბურთი მათ მხარესაა. ჩვენ ველოდებით პასუხს”, – განაცხადა პესკოვმა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მოხარულია, რომ რუსეთს სანქციების 5 პაკეტი დაუწესდა, თუმცა მათ მე-6, ძლიერი სანქციების პაკეტი სურთ, რომელიც ნავთობსა და გაზზე სრულ ემბარგოს მოიცავს.

“პირველ რიგში მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ სანქციებით რუსეთზე ზეწოლა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთს ჩამოვართვათ ის ფუნქციები და შესაძლებლობები, რითაც ომის მანქანას ამუშავებს.

მოხარული ვართ, რომ რუსეთს უკვე დაუწესდა სანქციების 5 პაკეტი. თუმცა სამწუხაროდ, ევროკავშირში ყველა არ არის მზად შეწყვიტოს რუსული ომის მანქანის დაფინანსება. გვინდა რომ მეექვსე, ძლიერი სანქციების პაკეტი დამტკიცდეს, რომელიც მოიცავს სრულ ემბარგოს ნავთობსა და გაზზე. ნავთობის გარეშე ამ სანქციებს ძალა არ ექნება. ყველა რუსული ბანკი უნდა ჩაიხსნას “სვიფტიდან”, მათ შორის “სიბირ” ბანკი. ამ საკითხზე წერტილი უნდა დაისვას. ყველა რუსული ბანკის ანგარში უნდა დაიბლოკოს, მათი ფული კი უკრაინის რეკონსტუქციისთვის უნდა გამოვიყენოთ.

ყველა რუსმა ოფიციალურმა პირმა და მათმა ოჯახებმა, სანქციების მძიმე შედეგი უნდა იგრძნოს. ჩვენ გვჭირდება პრიორიტეტულ იარაღი. ამ იარაღის მიღება კი გვსურს დროულად. ჩვენი მეორე მიზანია ინფრასტრუქტურის აღდგენა. ომის დასრულებას ვერ მოვუცდით, რადგან ადამიანები ახლა ცხოვრობენ და ამ ინფრასტრუქტურის გამოყენება მათ დღეს სურთ,”- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ორი საათის განმავლობაში ვისაუბრეთ და განვიხილეთ ბევრი საკითხი, მათ შორის სანქციები, იარაღის მიწოდება, ევროკავშირში გაწევრიანება და ფინანსური დახმარება, ასევე საკითხები, რომლებიც ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება გამარჯვების შემდეგ ჩვენი ქვეყნის აღსადგენად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შარლ მიშელთან პირისპირ შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ უკრაინა და ევროკავშირი მჭიდროდ ითანამშრომლებენ სამხედრო დანაშაულებებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად.

მსგავსი პოსტები

Back to top button