,,დარწმუნებული ვარ, ტაქსების რაოდენობა არ შემცირდება“ – კახა კუჭავა

ტაქსების რეგულაციის კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა დარწმუნებულია, რომ რეგულაციების ამოქმედება, ტაქსების რაოდენობის შემცირებას არ გამოიწვევს. ამის შესახებ დეპუტატმა რადიო ,,თბილისის“ ეთერში, თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ტაქსის მძღოლების მომსახურების მხრივ, თბილისში არასახარბიელო მდგომარეობაა. კახა კუჭავას თქმით, ნებართვის ჩამორთმევის ერთ-ერთი საფუძველი, სწორედ კლიენტის მხრიდან, მძღოლის მისამართით განმეროებით გამოთქმული საჩივარი შეიძლება გახდეს.
კანონპროექტის მიხედვით, ერთჯერადი ნებართვის მიღება 25-დან 50 ლარამდე დაჯდება; ჰიბრიდული ავტომობილებისთვის, ეს თანხა განახევრდება, ელექტრომობილებისთვის კი, ნებართვა უფასო იქნება. ერთჯერადად გაცემულ ნებართვაზე, მითითებული იქნება მძღოლის სახელი და გვარი, ლიცენზიის ნომერი და სურათი. სანებართვო პირობების დარღვევით, ან ნებართვის გარეშე ტაქსით გადაყვანის შემთხვევაში, კი 200 ლარიანი ჯარიმა წესდება.
მოისმინეთ კახა კუჭავას ხმა.