დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიები

გამოცემა The Business Insider-მა ბრიტანულ კონსალტინგულ კომპანია Skytrax-ზე დაყრდნობით მსოფლოს 20 საუკეთესო ავიაკომპანია დაასახელა. ავიასერვისის დარგში ლიდერად კომპანია Emirates გამოცხადდა, რომლის სათაო ოფისი დუბაიში მდებარეობს.

როგორც გამოცემა გვაცნობებს, კომპანია Emirates, 2013 წლიდან, უკვე მეოთხედ ლიდერობს.

რეიტინგში მეორე ადგილი Qatar Airways-მა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე კომპანია Singapore Airlines გავიდა.

საუკეთესო ავიაკომპანიების პირველ ათეულში შევიდნენ: Cathay Pacific Airways (ჩინეთი), All Nippon Airways (იაპონია), Etihad Airways (არაბთა გაერთიანებული საამიროები), Turkish Airlines (თურქეთი), EVA Air (ტაივანი), Qantas (ავსტრალია) და Lufthansa (გერმანია).

მეორე ათეულში კი შემდეგი ავიაკომპანიები მოხვდნენ: Garuda Indonesia, Hainan Airlines, Thai Airways, Air France, Swiss International Air Lines, Asiana, Air New Zealand, Virgin Australia, Austrian Airlines и Bangkok Airways.

მსგავსი პოსტები

Back to top button