მნიშვნელოვანისიახლეები

დასაქმება ქვეყანაში გაზრდილია უმუშევრობა და სიღარიბე კი შემცირებული-პრემიერი

ქვეყანაში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება და პოზიტიურ დინამიკას შენარჩუნება სჭირდება.

თითქმის ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა, 2012 წელთან შედარებით, დააღწია თავი სიღარიბეს, 1 100 000 ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 2012 წელს, როცა ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება და განახევრებულია ეს მაჩვენებელი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„შედარებისთვის, უმუშევრობის დონე 2010 წელს იყო 27%, ახლა 17%-ზე არის ჩამოსული, 10 წელიწადში ამხელა პროგრესია. სიღარიბის მაჩვენებელი იყო, თუ არ ვცდები, 37-38%-ზე 2010, 2011, 2012 წლებში. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი, რასაც ვსაუბრობთ, არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს ყველაფერი არის გამყარებული ფაქტებით“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, 15.6%-ს მიაღწია სიღარიბის დონემ, რაც ჯერ კიდევ არის დიდი პრობლემა, მაგრამ ისტორიული მინიმუმია.

„სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე, 15.6%-ს მიაღწია სიღარიბის დონემ, რაც, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არის დიდი პრობლემა, მაგრამ ისტორიული მინიმუმია. როგორც უკვე აღნიშნა ბატონმა ლევანმა, ყველამ კარგად ვიცით, თითქმის ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა, 2012 წელთან შედარებით, დააღწია თავი სიღარიბეს, 1 100 000 ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 2012 წელს, როცა ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება და განახევრებულია ეს მაჩვენებელი“, – განაცხადა პრემიერმა.

ინფლაციის დონემ მაისში შეადგინა 1.5%, რაც ძალიან კარგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მოკლე ვადით მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.

„რაც შეეხება ინფლაციას. მოგეხსენებათ, რომ ინფლაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ჩვენი მთავრობის და არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, მთავრობების და, ზოგადად, მთელი მსოფლიოს ეკონომიკის. ინფლაციის დონემ მაისში შეადგინა 1.5%, რაც ძალიან კარგია. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ეს მოკლე ვადით მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს. აქვე, შედარებისთვის, მინდა, გითხრათ, რომ თუ შევხედავთ რეგიონს ან ევროპის ქვეყნების ავიღებთ, იქ ჯერ კიდევ ორნიშნა ინფლაცია აქვთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ლიტვაში 15 %-მდე არის ინფლაციის დონე, პოლონეთში – 14.7%, ჩეხეთში – 12.7%, ბულგარეთში – 12%, რუმინეთშიც ანალოგიურად – 11%. ჩვენს სამეზობლოშიც საკმაოდ მაღალია ინფლაცია, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, მაგალითად, ყაზახეთში – 16.8% და ა.შ. ჩვენთან, როგორც მოგახსენეთ, მაისში 1.5% არის ინფლაციის დონე, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და ეს პირდაპირ არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა მთავრობამ სწორი პოლიტიკა გაატარა. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც შეეხებოდა თუნდაც მედიკამენტების ფასების შემცირებას, საწვავის ფასების შემცირებას, სურსათზე ფასების შემცირებას, ეს ყველაფერი აისახა საერთო კალათაში. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება კიდევ უფრო მეტი მუშაობა და მეტი კოორდინაცია, მეტი კონტროლიც და მონიტორინგიც. მაგალითისთვის გეტყვით, რომ მოლდოვაში როდესაც ვიყავით ახლა შეკრებაზე, რამდენიმე ევროპული ქვეყნის ლიდერთან მქონდა საუბარი ინფლაციის დონეზე. მათ მკითხეს, რამდენი იყო ჩვენთან მიმდინარე ინფლაცია, მათთვის ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ ახლა, ჯერ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი, მაგრამ განიხილავენ სურსათის ფასებზე ფიქსირებული განაკვეთების დაწესებას, ე.წ. დაქეფვას. ჩვენ დაველოდებით ამ გადაწყვეტილებას, დავამუშავებთ მათ მაგალითებს და ვნახავთ, შევხედავთ ჩვენთან მიმდინარე ტენდენციას. მაგრამ, როგორც ვიცი, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ ეს კამპანია და საუბრები გვქონდა არაერთ იმპორტიორთან, დისტრიბუტორთან, ფასები წამოსულია საგრძნობლად. ეს ყველაფერი ჰაერიდან არ მოსულა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახა“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანას ეკონომიკური ზრდა მაღალი აქვს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აპრილში საქართველოს 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა და დინამიკა ყველა ფინანსურ სექტორში დადებითია.

“აპრილში 20%-ით არის გაზრდილი ექსპორტის მოცულობაც და წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლების ზრდამ 100%-ს გადააჭარბა. ზრდა ფიქსირდება მშენებლობის სექტორში, საფინანსო, სადაზღვევო საქმიანობის, ტრანსპორტის, დასაწყობების, ინფორმაციის, კომუნიკაციის სექტორებში. ზოგადად, მთლიანობაში, ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება. ამის პირველი, მთავარი განმაპირობებელი არის ის მშვიდობიანი პერიოდი რაც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში. მშვიდობა არის ამის მთავარი საფუძველი და ჩვენი სწორი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნესსექტორში ბრუნვა პირველ კვარტალში საკმაოდ გაზრდილია. ფაქტები მინდა მოვიყვანო, 15%-ით არის დაახლოებით გაზრდილი ბიზნესსექტორის ბრუნვა პირველ კვარტალში და შეადგინა 44 მლრდ ლარი, რაც რა თქმა უნდა, პირდაპირ პასუხობს იმას, რაც გითხარით და პირდაპირ არის ასახული ყველაფერზე.

ასევე, გამოშვების ზრდაში ზოგადად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვაჭრობის ზრდამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მშენებლობის, განთავსების საშუალებების და ა.შ. ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა,” – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button