მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ”-ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს შესახებ ამერიკისა და ევროკავშირის ერთობლივ განცხადებას ეხმაურება. დავით ზალკალიანი წერს, რომ ეს დასავლელი პარტნიორების მხირდან საქართველოს მხარდაჭერის ნათელი დემონსტრაციაა.

“ჩვენ მივესალმებით ევროკავშირ-აშშ-ის ერთობლივ განცხადებაში ჩვენი პარტნიორების მიერ გამოხატულ ნებას, მიმართონ ძალები რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსა და მისი რეფორმების გზის მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრაცია და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ!” – წერს ზალკალიანი.

შეგახსენებთ, ევროკავშირისა და აშშ-ს ერთობლივი სამიტის დასრულების შემდეგ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნდა, სადაც საუბარია რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე.

“ჩვენ ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რომელიც ძირს უთხრისსაქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. მოვუწოდებთ რუსეთს, უზრუნველყოს საერთაშორისო დიპლომატიური მისიების უსაფრთხო და მშვიდობიანი მუშაობა რუსეთში. შეწყვიტოს ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, ოპოზიციაზე და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები.
“ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს გავაგრძელოთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების სუვერენტიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მხარს დავუჭერთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რეფორმების გზას. გადაწყვეტლი გვავს ვიმუშაოთ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა და სტაბილურობის მიღწევაზე”, -წერია განცხადებაში

ერთობლივი განცხადება სულ 36 მუხლს მოიცავს, საიდანაც 2-ში საქართველოა ნახსენები.

მსგავსი პოსტები

Back to top button