მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დასავლეთ უკრაინაში წყალდიდობას 3 ადამიანი ემსხვერპლა

დასავლეთ უკრაინაში, ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში, ვერხოვინას რაიონში, წყალდიდობის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. წყალდიდობის გამო, ამ ადგილამდე მისასვლელი გზები დაიტბორა.

წყალდიდობამ მოიცვა დასავლეთ უკრაინის რეგიონები: ივანო-ფრანკოვსკი, ჩერნივცი, ზაკარპატია და ლვოვი.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი და შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ტრაგედიის ადგილას ჩავიდნენ.

ამჟამინდელი ინფორმაციით, 187 სოფელში, დაახლოებით, 5 000 სახლი დაიტბორა.

22 ივნისიდან, მას შემდეგ, რაც ძლიერი წვიმა დაიწყო, დაახლოებით, 800-მა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ წლების განმავლობაში, ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წყალდიდობაა.

ადგილზე სამუშაოდ გაგზავნეს ერთი თვითმფრინავი, ოთხი ვერტმფრენი და 150 სამხედრო.

https://www.facebook.com/suspilne.karpaty/videos/865356417282840/

მსგავსი პოსტები

Back to top button