მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დასავლეთი უკრაინის კონფლიქტის უშუალო მონაწილეა, მის გარეშე ის დიდი ხნის წინ იქნებოდა დასრულებული

დასავლეთი უკრაინის კონფლიქტის უშუალო მონაწილეა, მის გარეშე ის დიდი ხნის წინ იქნებოდა დასრულებული, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, როგორც თავად უკრაინელი ლიდერები ამბობენ, თუ არ იქნება უკრაინაში მზარდი შეტევითი იარაღის მიწოდება, ისინი წააგებენ.

„ეს დამახასიათებელი აღიარებაა. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა. მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის წინ და აღმოფხვრილი იქნებოდა ის საფრთხეები, რომლებიც 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების დაწყების შემდეგ „დაეკიდა“ მთელ რუსულენოვან მოსახლეობას, სახელწოდებით უკრაინა.

ეს რეჟიმი გამოიყენა დასავლეთმა არა მხოლოდ იმისთვის, რომ გაენადგურებინა ყველაფერი რუსული, რაც ყოველთვის არსებობდა თანამედროვე უკრაინაში ამ მიწების ისტორიის განმავლობაში, არამედ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხეების შესაქმნელად, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ბაზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესაქმნელად“, – განაცხადა ლავროვმა სააგენტო Prensa Latina-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

უკრაინა და იაპონია შეთანხმდნენ 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საგრანტო ხელშეკრულებაზე, რომელიც მიმართული იქნება უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე. ამის შესახებ უკრაინის თემის, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
ამ თანხებით უკრაინის მთავრობა რეკონსტრუქციისთვის საჭირო ტექნიკისა და სერვისების შეძენას გეგმავს.
შესაბამის დოკუმენტებს ხელი მოაწერეს რეკონსტრუქციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე კუბრაკოვმა და თემის, ტერიტორიების და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა და იაპონიის ელჩმა უკრაინაში მაცუდა კუნინორიმ.
ცნობისთვის, 2023 წლის დასაწყისში უკრაინა და იაპონია შეთანხმდნენ 650 მილიონ დოლარზე მეტის გამოყოფაზე უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენის საჭიროებებისთვის.

“საჩუქარი პუტინისთვის” – ჩეხეთმა უკრაინაში 15 MR-2 Viktor მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემის გაგზავნა, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების მობილიზებული თანხებით შეიძინეს:
“ჩეხური ინიციატივა “საჩუქარი პუტინს” უკრაინაში 15 MR-2 Viktor-ის მობილურ საჰაერო თავდაცვის სისტემას აგზავნის. ჩეხმა ხალხმა მოახერხა 3,75 მილიონი ევროს შეგროვება შეიარაღებისთვის”, – ნათქვამია კამპანიის განცხადებაში
აღნიშნულ საზენიტო კომპლექსს აქვს სროლის მაღალი სიზუსტე, რომლის ეფექტური დიაპაზონი ორ კილომეტრზე მეტია. ის აღჭურვილია დღისა და ღამის საზენიტო სამიზნით, ასევე აქვს სახმელეთო სამიზნეებით.

გერმანის უკრაინის დახმარების ხარჯებს არსებითად ზრდის. ამ ქვეყნის პარლამენტის – ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტმა დაამტკიცა 29 მარტს დამატებითი სახსრების – 12 მილიარდი ევროს გამოყოფა უკრაინისთვის 2032 წლამდე.
ამ თანხის მეოთხედზე მეტი წელს გამოიყოფა. ამის შესახებ AFP-ის სააგენტოს კომიტეტის წარმომადგენელმა უთხრა. თანხა მიმართული იქნება უკრაინისთვის შეიარაღების პირდაპირი მიწოდებისთვის ან გერმანიის არმიისთვის – ბუნდესვერისთვის მისი მარაგის შევსების მიზნით.
გასულ წელს გერმანიის არსენალი საგრძნობლად შემცირდა იმის გამო, რომ სხვადასხვა სახის მძიმე შეიარაღება მიაწოდა უკრაინას.
წელს საბიუჯეტო კომიტეტმა ადრე დაგეგმილი თავდაცვითი ხარჯებისთვის 3,34 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა. 2023 წლამდე უნდა გამოიყოფს კიდეთ 8,82 მილიარდი ევრო.
უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, 2022 წელს გერმანიამ დახარჯა 14 მილიარდი ევრო პირდაპირი მიწოდების სახით, ხოლო 18 მილიარდი ევრო ევროკავშირის ინიციატივების ჩარჩოებში. ინფორმაცია ამ ხარჯების შესახებ ქვეყნდება გერმანიის მთავრობის საიტზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button