მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უკრაინელების ტანჯვას მხოლოდ გაახანგრძლივებს

დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება პრინციპში ვერაფერს შეცვლის და მას სპეცოპერაციის მიზნების მიღწევის პროცესის შეფერხება არ შეუძლია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“ამ მიწოდებას შეუძლია უკრაინელ ხალხს ტკივილი მოუმატოს და მათი ტანჯვა გაახანგრძლივოს, მაგრამ პრინციპში არაფრის გადაჭრა არ შეუძლია. ამ მიწოდებას არ შეუძლია შეაფერხოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევის პროცესი”, – აღნიშნა პესკოვმა.

რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას AMX-10RC ტიპის ჯავშანმანქანებს მიაწვდის.
პესკოვი საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პარიზი კიევს ფრანგულ ჯავშანმანქანებს, ან AMX-10RC ტიპის მსუბუქ ტანკებს გადასცემს:

„რთულია, მნიშვნელობა მიანიჭო მხოლოდ საფრანგეთის გადაწყვეტილებაზე საუბარს. ვიცით, რომ კოლექტიურმა ევროპამ, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე შეიტანეს ათობით მილიარდი დოლარი უკრაინაში იარაღის მიწოდებით”, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს საფრანგეთის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button