მნიშვნელოვანირეგიონი

“დასვენების მიუხედავად, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკა ყველა თანამშრომელს ამუშავებს” – ოპოზიცია

ოპოზიცია ამბობს, რომ ლაგოდეხში “არქიმედეს კლინიკის” ადმინისტრაციამ დღეს სამედიცინო დაწესებულებში დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მუშაობის საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა და იმის მიუხედვავად, რომ ქვეყანაში დასვენების დღეა, მედპერონალს სამასახურში მისვლა დაავალა.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი გურამ კაკალაშვილი ამბობს, რომ “სხვა პერიოდში, მაშინ როცა ქვეყანაში დასვენების დღეებია, კლინიკაში მხოლოდ მორიგე ექიმები მუშაობენ”.

კაკალაშვილის თქმითვე, “კლინიკის ადმინისტრაცია ცდილობს, ოპოზიციის მხარდამჭერ ექიმებსა და ექთნებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აუკრძალოს”.

კლინიკის ხელმძღვანელის ნუკრი ყარალაშვილის თქმით, მან მხოლოდ მორიგე თანამშრომლებს სთხოვა, რომ დღეს განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ, იქიდან გამომომდინარე, რომ სხვა დღეებში ყოფილა დაგვიანების შემთხვევები.

მენეჯერის თქმით, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება არავისთის შეუზრუდია და თავადაც ხმის მისაცემად, რეგისტრაციის ადგილზე, თბილისში იმყოფება.

გურამ კაკალაშვილის და ნუკრი ყარალაშვილის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button