მნიშვნელოვანირეგიონი

დატბორილი სახლები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები კახეთში

გადაუღებელი წვიმების გამო, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.
დღეს, გამთენიისას სოფელ კართუბანში ათამდე სახლში სანიაღვრე არხებიდან გადასული წყალი შევარდა და

საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ნალექი გაუწმენდავმა სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა.

” სანიაღვრე არხები მოსაწესრიგებელია, ასფალტი რომ დააგეს და მილები ჩაალაგეს, პატარაა, წყალი აღარ გადის. სასწრაფოდ დახმარება გვჭირდება”- ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.
სანიაღვრე არხების პრობლემას სოფელ კართუბნში მერის წარმომადგენელი, სოსო ვარდიაშვილიც ადასტურებს.
რწმუნებული ამბობს, რომ არხებში ახალი მილების ჩალაგება, უახლოეს მომავალში იგეგმება.

“სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და პრობლემა მოგვარდება” – განაცხადა ვარდიაშვილმა.
კვირაზე მეტია, კახეთში დღეგამოშვებით წვიმს, რის გამოც საცხოვრებელი სახლები დაიტბორა გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც. ახმეტაში კი, სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალი დაზიანდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button