მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 101 430 ოკუპანტი მოკვდა

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 101 430 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 24 დეკემბრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

➡ჯარისკაცი – დაახლოებით 101 430
➡​ტანკი – 3 006
➡ჯავშანტექნიკა – 5 994
➡საარტილერიო სისტემა -1 988
➡სარაკეტო სისტემა – 418
➡საზენიტო საბრძოლო სისტემა – 212
➡თვითმფრინავები – 283
➡ვერტმფრენი – 267
➡ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 706
➡საკრუიზო რაკეტები – 653
➡საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 627
➡გემი/ნავი/კატარღა – 16
​➡სპეციალური აღჭურვილობა – 178.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button