კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სოფელ ჭანდარში მამაკაცი დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში, 51 წლის მამაკაცს, ჭრილობა ქვედა კიდურის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს.

შემთხვევა, დღეს, 30 სექტემბერს მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ურთიერთშელაპარაკება, ნათესავთან მოუვიდა.

დაჭრილი გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაშია გადაყვანილი და მას შესაბამისი სამედიცინო კვლევა უტარდება.

შსს- ს ცნობით, ჭანდარში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო. ბრალდებული პოლიციამ დააკავა, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

მსგავსი პოსტები

Back to top button