დაჭრილი პოლიციელების მდგომარეობა
სამსახურეობირივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი პოლიციელები დღეს პრეზიდენტმა მოინახულა.
გიორგი მარგევლაშვილი „ინგოროყვას სახელობის“ კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც ახმეტაში ოჯახური ძალადობის ფაქტის გამოვლენისას დაჭრილი პოლიციელი მკურნალობს, ამის შემდეგ კი „ნიუჰოსპიტალში“ მივიდა და ფონიჭალის სპეცოპერაციის დროს დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობით დაინტერესდა.
გუშინ ფონიჭალაში მომხდარი სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი დღესვე მოინახულა შინაგან საქმეთა მინისტრმა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, კრიმინალთან ბრძოლა იქნება უკომპრომისო.
მინისტრის ინფორმაციით, მალხაზ ქავთარაძეს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
შემთხვევა გუშინ მოხდა. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანის მძღოლს გაჩერება მოთხოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფომრაციით, მძღოლი ბრძანებას არ დაემორჩილა, შეეჯახა პოლიციის ეკიპაჟს, რის შემდეგაც ცივი იარაღით ორ პოლიციელს სხეულზე დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. მას ამ დრომდე ეძებენ. დაკავებულია მისი თანმხლები 19 წლის ახალგაზრდა. მას ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ადანაშაულებენ.