“ხე-ტყის უკანონო ჭრა კახეთში”

შსს-ში ირწმუნებიან, რომ კახეთში 1-დან 11 სექტემბრამდე ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 19 პირი გამოავლინეს, ხოლო ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე 1 პირი ამხილეს.

“სამართალდამცველებმა ავტომანქანებიდან, უკანონოდ მოპოვებული ხის მორები და ფიცრები ამოიღეს, ხოლო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს, საიდანაც სამართალდამცველებმა ხე-ტყის გადამამუშავებელი დანადგარი და სხვადასხვა ჯიშის ხის მასალა ამოიღეს. გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს”.

მსგავსი პოსტები

Back to top button