მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გენშტაბის თქმით მტერთან 37 შეტაკება მოხდა-ოკუპანტების 203 880 ჯარისკაცი მოკვდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერთან 37 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

“მტრის ძირითად მიმართულებებად რჩება კუპიანსკი, ლიმანი, ბახმუტი, ავდიივკა და მარინკა. ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრია”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 6 სარაკეტო და 52 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 203 880 ჯარისკაცი დაკარგა მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 22 მაისამდე პერიოდს. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი – დაახლოებით 203 880
​ტანკი – 3 785
ჯავშანტექნიკა – 7 407
საარტილერიო სისტემა – 3 278
სარაკეტო სისტემა – 565
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 327
თვითმფრინავები – 309
ვერტმფრენი – 294
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 830
საკრუიზო რაკეტები – 1 011
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 129
გემი/ნავი/კატარღა – 18
​სპეციალური აღჭურვილობა – 427.

მსგავსი პოსტები

Back to top button