დაუმატებენ თუ არა დაჭერილ პოლიტიკოსებს სასჯელს? – წულუკიანის კომისია ხვალ 4 ოპოზიციონერს განმეორებით ელოდება

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 30 ივნისის სხდომაზე პენიტენციური დაწესებულებიდან დაგეგმილია დაკავებული პოლიტიკოსების გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის ჩართვა, რაზეც ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძეს წერილობით უარი აქვთ განცხადებული. ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
კომისიაზე ხაზარაძის მეორედ დაბარებას “სასაცილო აქტს” უწოდებენ კოალიცია “ძლიერ საქართველოში”.
მამუკა ხარაზაძის მეორეჯერ დაბარება აქ უკვე შემაშინებელი და სახიფათო ტრავმებით თუ შეკითხვებით, არის კიდევ ერთი სასაცილო აქტი, რომ ივანიშვილი არის კრიზისში, არის ისტერიკაში. რა თქმა უნდა მას ეშინია ოპონენტები, რომლებიც მყარად და ძლიერად დგანან. დგანან პატრიოტულ, ეროვნულ პოზიციებზე და სწორედ ასეთი ადამიანია მამუკა ხაზარაძე, რომელიც უკან არ დახევს არაფრის ფასად. სანამ არ დადგება ქვეყანა სწორ რელსებზე, უკან არ ადვიხევთ, გავაგრძელებთ წინააღმდეგობას, ბრძოლას და ჩენი ლიდერები ამ წინააღმდეგობას გააგრძელებენ საპატიმროში, – ამბობს ირაკლუ კუპრაძე.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ფარსში მონაწილეობას“ არ აპირებს.
კერძოდ, გიორგი ვაშაძე ეხმაურება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 30 ივნისის სხდომას, რომელზეც კომისიის ინფორმაციით, გიორგი ვაშაძის გარდა, იგეგმება პოლიტიკოსების – მამუკა ხაზარაძის და ნიკა გვარამიას ჩართვაც, რომელთაც უკვე განაცხადეს წერილობითი უარი.
„წულუკიანს, რომელსაც საკუთარ სასამართლოში მოსვლისაც კი ეშინია, ისევ დავუბარებივარ ე.წ. კომისიაზე.
კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და ბოლომდე!“, – წერს ვაშაძე წერილში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 24 ივნისს დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. გიორგი ვაშაძე იმავე დღეს პარტიის ოფისში დააკავეს.
დღის წესრიგის მიხედვით, „სხდომაზე განხილული იქნება 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი“.
სავარაუდოდ, სასჯელის ვადა გაუხანძლივდება გიორგი ვაშაძესაც – მასთანაც მეორედ სურთ გასაუბება.
ხვალ პროკურატურა, დიდი ალბათობით, ბრალს წარუდგენს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გიორგი გახარიასაც. ის ხვალ 12:00 საათზეა დაბარებულიი საკანონდმებლო ორგანოში, მაგრამ გახარია გერმანიაშია.
გახარიას თანაგუნდელები ამბობენ, რომ პარტიის ლიდერი მზადაა, კომისიას დისტანციურად ჩაერთოს, თუმცა მისცემენ თუ არა მას ამის საშუალებას, ჯერჯერობით უცნობია.
იმ დროს, როდესაც ის დაგეგმილი ვიზიტით იმყოფება საზღვარგარეთ, მას აქვს სრული უფლება, ჩაერთოს კომისიას დისტანციურად თუ რა თქმა უნდა, თავად კომისიას არ ეშინია სიართლის მოსმენის. რაც შეეხება მერე რას იზამს, როგორ იმოქმედებს გახარია, როგორ იმოქმედებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ამას მოგვიანებიტ გაიგებს საზოგადოება. ჯერჯერობით ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ პირობებში, ამ ვადებში ჩვენ გვაქვს სრული უფლება, მოვითოხვოთ კომისიაზე დისტანციური ჩართვა, – ამბობენ გახარიას გუნდში.
‘ნაციონალურ მოძრაობაში” კი პირდაპირ ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისია არალეგიტიმურია და მას ‘ოცნება” ოპონენტების წინააღმდეგ სადამსჯელო მექანიზმად იყენებს.
საგამოძიებო კომისიაში, რომელშიც, რეალურად ოპოზიცია ქვეყნის არ არსებობს, გასაგებია, რა ტიპის ინსტრუმენტიც არის მათ ხელში. ვერანაირად ვერ ექნება მას კონსტიტუციური, ლეგიტიური უფლება, გამოიძიოს ნებისმიერი ტიპის საკითხი. ვინც არ აღიარებთ, ყველანი წახვალთ ციხეში, ერთის მხრივ ეუბნებიან, მეორე არის, რომ საქართველო დაადანაშაულონ 2008 წლის ომში და ამით ასიამოვნონ თავიანთ ხელმძღვანელობას მოსკოვში და მესამე არის ის, რასაც ასევე ისინი ღიად ამბობენ და გაცხადებულია ეს მიზანიც, რომ “ნაცონალურ მოძრაობას” მიაყენონ ზიანი, – ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
„30 ივნისს, 10:00 საათზე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.
სხდომაზე განხილული იქნება 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი.
სხდომაზე მოწვეულნი არიან ბატონები ვიქტორ დოლიძე და კონსტანტინე ჟღენტი. ასევე დაგეგმილია პენიტენციური დაწესებულებიდან ბატონების გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის ჩართვა, რაზეც ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძეს წერილობით უარი აქვთ განცხადებული. გიორგი ვაშაძის საბოლოო პოზიცია უცნობია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 27 ივნისს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ამავე დღეს იგივე ბრალით დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე. მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. მანამდე, 24 ივნისს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ვაშაძე პარტიის ოფისში დააკავეს. ამავე ბრალდებით, 23 ივნისს დააკავეს “ძლიერი საქართველოს” ორი ლიდერი – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა და აუკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ასევე, 23 ივნისს, სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, მასაც აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.