მნიშვნელოვანისიახლეები

სტიქიიდან მესამე დღეს მმართველი გუნდის ლიდერები ადგილზე გამოჩნდნენ

სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა.

შოვში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. ცოტა ხნის წინ ადგილზე გამოჩნდნენ მმართველი გუნდის ლიდერები – “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი…

სამუშაოებში ჩართულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე თავდაცვის ძალები, რომელთაც დილიდან დროებითი საფეხმავლო ხიდის მოწყობა დაიწყეს. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 20-ზე მეტი ადამიანი. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 13-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი.

დაკარგულთა ოჯახის წევრების ნაწილი ოფიციალურ პირებთან შეხვედრას ითხოვენ. მათ აინტერესებთ კონკრეტულად რა სამუშაოები ტარდება.

დილით მაშველებმა ერთ-ერთი ავტომობილი იპოვეს, თუმცა, ის იმდენად დაზიანებული იყო, რომ მისი მარკა და სახელმწიფო ნომერი ვერ გაარჩიეს. რამდენიმე მანქანა იპოვეს მოხალისეებმაც, რომლებიც სამუშაოებში არიან ჩართულნი.

შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა.

შოვში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა, რაშიც თავდაცვის ძალები და ავიაციაა ჩართული.

ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი.

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button