რეგიონი

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ლაგოდეხში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ლაგოდეხში, საინფორმაციო შეხვედრა ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის ინიციატივით გაიმართა.

შეხვდერის მიზანი გახლდათ შშმ და ტიპიური განვითარების მქონე პირების თანაბარუფლებიანობა სკოლებში, ბაღებში, დასაქმების ადგილებზე: სოციალურ, ეონომიკურ და პოლიტიკურ პროგრამებში მსგავსი საჭიროების მქონე ადამიანების თანაბარი ჩართულობა.

როგორც რადიო ჰერეთს განუცხადეს, ჩატარებული კვლევის საფუძველზე ცენტრის მიერ გამოვლენილ იქნა 165 ადამიანი, რომელთა დიდ ნაწილს ამ დრომდე ჯერ კიდევ არ აქვს მინიჭებული შშმ პირის სტატუსი.

ორგანიზაცია მათ ადვოკატირებას უწევს და პრობლემატური საკითხების მოგვარებაში ეხმარება.
ცენტრის თანამშრომლებმა წარადგინეს პრეზენტაცია და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, აღნიშნული საკითხის გარშემო საინტერესო დისკუსია გამართეს.

საინფორმაციო შეხვედრას, დაუნის სინდრომის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ასევე, დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრმა ფუნქციონირება 2021 წლის მაისში დაიწყო და მუნიციპალიტეტის მასშტაბით საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას ამ დრომდე აგრძელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button