დავა სახელფასო დანამატებზე [Audio]

ისევ დაპირისპირების თემაა აუდიტის სამსახურის დასკვნა სახელფასო დანამატებზე. ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს ავრცელებენ ქვეყნის მთავარი აუდიტორი და კულტურის მინისტრი.

ლაშა თორდია ადასტურებს, რომ შეხვდა კულტურის მინისტრის მოადგილეს, თუმცა უარყოფს თავად უწყების ვერსიას, რომ ამ შეხვედრაზე მან მონაცემების უზუსტობა აღიარა. ლაშა თორდია აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ციფრების სახელმწიფო და სახაზინო ბიუჯეტზე დაყრდნობით გამოანგარიშება ხდება და ზუსტია.

კულტურის მინისტრი კი აუდიტის სამსახურს დეზინფორმაციის გავრცელებასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. მიხეილ გიორგაძე ამტკიცებს, რომ მაკონტროლებელ ორგანოს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. მინისტრი არ გამორიცხავს, რომ საკითხზე მსჯელობა სამართლებრივ სივრცეში გაგრძელდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button