სპორტი

დავიდ ალაბა მადრიდის „რეალში“ ითამაშებს

მიუნხენის „ბაიერნის“ 28 წლის მცველი დავიდ ალაბა მიმდინარე წლის ზაფხულიდან „რეალში“ ითამაშებს.

ალაბა სამეფო კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შუერთდება.

ფეხბურთელმა უკვე ყველა დეტალი შეათანხმა და გუნდის ექიმის თანდასწრებით სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.

დავიდ ალაბას გადაბირებით დაინტერესებულნი იყვნენ ისეთი გრანდები, როგორებიც არიან: „ბარსელონა“, „ჩელსი“ და „პარი სენ-ჟერმენი“. ავსტრიელის სიმპათიები კი ესპანეთისკენ იყო მიმართული და 2021 წლის 1 იანვრიდან, რაც ფეხბურთელმა კლუბებთან მოლაპარაკებების გამართვის უფლება მიიღო, – „რეალმა“ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა.

მადრიდული კლუბის ადმინისტრაცია მცველს წინასწარ შეუთანხმდა 4 წლიან კონტრაქტზე, სადაც ის ხელფასის სახით 11 მლნ ევროს მიიღებს.

დავიდ ალაბა მიუნხენის „ბაიერნში“2009 წლიდან თამაშობს.

ამ ხნის განმავლობაში გუნდთან ერთად 9-ჯერ აქვს მოგებული ბუნდეს-ლიგა. 6 -ჯერ ქვეყნის თასი და ამდენჯერვე – სუპერთასი. 2-ჯერ კი ავსტრიელი მცველი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button