მსოფლიოსიახლეები

ბანანის ბიზნესი კოლაფსის წინაშე

მსოფლიოში ბანანის ბიზნესი კოლაფსის წინაშეა. ეკვადორის ბანანის ექსპორტზე კატასტროფულად დაბალი მოთხოვნა და ფასი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას FreshFruitPortal-ი ავრცელებს.

ამ დროისთვის, ერთი ყუთი პროდუქტის ფასი 3,5 დოლარამდე დაეცა, რაც ეკვადორის მთავრობის მიერ დადგენილი მინიმალური ღირებულების ნახევარია.

კორონავირუსის გამო, ბაზარზე მოთხოვნისა და ფასების შემცირება იანვრიდანვე დაიწო, ეკვადორში კი, ბანანის წარმოება პირიქით, – გაიზარდა. ამას დაემატა ის, რომ წლის დასაწყისში ჩინეთის ბაზარი უკვე პარალიზებული იყო, თებერვალში კი, პრობლემები დაიწყო შუა აღმოსავლეთშიც, როდესაც თურქეთმა ირანთან, ერაყთან და სირიასთან საზღვრები დახურა. უკვე მარტიდან, “კოვიდ19-ს” გამო, კრიზისი დაიწყო ევროპულ ბაზარზეც, რამაც ეკვადორიდან ბანანის ექსპორტზე პირდაპირი გავლენა იქონია.

EastFruit-ის მონიტორინგის მიხედვით, ბანანის ფასი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მცირდება. რაც შეეხება საქართველოს, აქ პროდუქტის ფასი თითქმის მესამედით შემცირდა და ამ დროისთვის, 1 კგ-ის ღირებულება 2,6 ლარს შეადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button