დავით ბაქრაძე ლაგოდეხის მოსახლეობას შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე და კახეთის რეგიონის კოორდინატორი გიორგი ბოტკოველი, ლაგოდეხში ადგილობრივებს შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.
როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, მათი მდგომარეობა ბოლო 3 წლის განმავლობაში განსაკუთრებით დამძიმდა, ხელისუფლების მხრიდან კი არანაირი დაინტერესება და ყურადღება არ აქვთ.
დავით ბაქრაძემ ადგილობრივებს განუცხადა, რომ “2012 წელთან შედარებით, მთავრობამ მხოლოდ ხელფასები, პრემიები და დანამატები 420 მილიონი ლარით გაზარდა და ეს მაშინ, როცა ივანიშვილის მთავრობამ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა. გაუფასურდა ლარი, გაიზარდა სიღარიბე, უმუშევრობა, შემცირდა ოჯახების შემოსავალი”.