მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დავით ბაქრაძე პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იმუშავებს

დავით ბაქრაძემ საპარლამენტო საქმიანობა დაიწყო. „ევროპული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ კომიტეტის თავმჯდომარეობას ან რომელიმე დელეგაციის ხელმძღვანელობას არ აპირებს.

“როდესაც მე “ევროპული საქართველოდან” წამოვედი განვაცხადე, რომ პაუზას ვიღებდი და არ ვაპირებდი არცერთ პარტიაში გაწევრიანებას. მე პოზიციას დღესაც ვიცავ და არ ვაპირებ პარლამენტში არცერთ ფრაქციაში გაერთიანებას. მე ვიქნები მთლიან ოპოზიციურ ფლანგზე და ვითანამშრომლებ ყველა ოპოზიციონერ კოლეგასთან… გავაგრძელებ მუშაობას როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო პარლამენტის წევრი”, – აცხადებს ბაქრაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში ოპოზიციური პარტიების დეპუტატების დიდმა ნაწილმა დღეს, მას შემდეგ დაიწყო მუშაობა რაც ევროსაბჭოს წარმომადგენლის ჩართულობით, პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა

მსგავსი პოსტები

Back to top button