მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დავით გარეჯის საკითხი მალე გადაწყდება-ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან დავით გარეჯის საკითხი განიხილა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავად განაცხადა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

“განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხიც, შევეხეთ ამ საკითხს, ბუნებრივია და შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება, ისევე როგორც, ჩვენს ძმობას და ჩვენს მეგობრობას შეეფერება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით გუშინ, 5 მაისს გაემგზავრა. პრემიერთან ერთად იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button