დავით ლორიაშვილმა რუსეთში გამართულ სამბისტთა “ჩემპიონთა თასზე” გაიმარჯვა [Photo]

სამბისტებმა 2016 წელი ტრიუმფით დაიწყეს. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, მარტყოფელმა დავით ლორიაშვილმა (100 კგ) რუსეთის ქალაქ ბარნაულში გამართულ “ჩემპიონთა თასზე” ოქროს მედალი მოიპოვა, სადაც, დებულების თანახმად, მხოლოდ სხვადასხვა წელს მსოფლიოსა და კონტინენტის ჩემპიონებმა და პრიზიორებმა ერთ წონით კატეგორიაში – 100 კგ-ში იასპარეზეს.

დავით ლორიაშვილს მსოფლიოს ჩემპიონობა 2015 წლის ნოემბერში მაროკოს დედაქალაქ კასაბლანკაში რომ შემთხვევით არ მოუპოვებია, ეს მან ამჯერადაც დაამტკიცა ბარნაულის ხალიჩაზე, სადაც ვარსკვლავთა ამ უნიკალურ ტურნირზე 5 ქვეყნის 11 უძლიერესი სამბისტი გამარჯვებისათვის იბრძოდა.

პირველ შეხვედრაში ჩვენმა ჩემპიონმა 6:0 მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორს, ბელორუს ვასილ კუზნეცოვს სძლია, შემდეგ კი მსოფლიოს პრიზიორ ყაზანელ (რუსეთი) სერგეი სამოილოვიჩს მიუგო. დაძაბული იყო ნახევარფინალური შერკინება მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონ არსენ ხანჯიანთან (რუსეთი). მარტყოფელმა სამბისტმა 9:7 გაიმარჯვა.

დავით ლორიაშვილი “ჩემპიონთა თასის” ფინალში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, ბელორუს ანდრეი კაზუსენოკს დაუპირისპირდა. გამოცდილი მეტოქე 3:1 დაამარცხა და “ვარსკვლავთა ტურნირზე” ოქროს მედალს და სოლიდურ ფულად პრიზსაც დაეუფლა.

მედგრად მებრძოლ ქართველ სამბისტს ბარნაულის სპორტკომპლექს “პობედაში” იქაური ქომაგებიც კი გამოუჩნდა, რომლებიც ქართველ ჩემპიონს ხმამაღალი შეძახილებით ამხნევებდნენ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”27965″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button