მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
დავით მათიკაშვილის მეუღლე უვადო მოსამართლედ აირჩიეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის მეუღლე ნინო მამულაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში უვადო მოსამართლედ აირჩიეს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
მამულაშვილს კანდიდატურას 12 მომხრე და ორი წინააღმდეგი ჰყავდა.
ნინო მამულაშვილი 2017 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული.