დავით სერგეენკო: ვერ დაიწყებს მუშაობას ექიმი, თუ მას არ აქვს კვალიფიკაციის დოკუმენტი

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კლინიკა „თერჯოლაში“ ორი წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. მან ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ საქმის შესწავლა მიმდინარეობს.

“დიდი ტრაგედიაა, სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. ათ საათზე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები უკვე ადგილზე იყვნენ, დაიწყეს შესწავლა და ვფიქრობ, რომ უმოკლეს ვადებში გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ პირველადი განხილვა მოვაწყოთ. ეს არის ერთ-ერთი კერძო კომპანია. დასკვნების გამოტანა ადრეა და უნდა დაველოდოთ დეტალურ შესწავლას”, – განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება ექიმის კვალიფიკაციას, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა,რომ ვერცერთ სამედიცინო დაწესებულებაში ვერ დაიწყებს მუშაობას ექიმი, თუ მას არ აქვს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

“თერჯოლა-მედიში” მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა

მსგავსი პოსტები

Back to top button