დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. განცხადება უსუფაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა.

უსუფაშვილმა პოლიტიკური პარტიის შექმნა დააანონსა და თქვა, რომ მისი მთავარი ამოცანა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და კოალიციური მთავრობის ფორმირება იქნება.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, ახალი პარტია შეიქმნება თვითმმართველობის არჩევნების ფონზე. უსუფაშვილის თქმით, ეს იქნება ცენტრისტული პარტია, რომელიც სხვადასხვა ფლანგებიდან რაციონალურ დოქტრინებს გამოიყენებს ქვეყნის აღმშენებლობისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button