მნიშვნელოვანისიახლეები

დავით ზალკალიანი მინისტრობიდან გადააყენეს

საქართველოს მთავრობაში ცვლილებებია. პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გადააყენა. მისივე განმარტებით, ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად ინიშნება. ამ თემაზე განცხადება პრემეირმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ამოცანაა, კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები.

დავით ზალკალიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2018 წლის 21 ივნისიდან იკავებდა, ხოლო 2021 წლის 21 იანვრიდან იყო საქართველოს ვიცე-პრემიერი.

იქამდე, 2012 წელს ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილედ დაინიშნა. 2015 წელს საქმიანობა განაგრძო ახლად დაფუძნებულ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე. 2016-2018 წლებში ზალკალიანმა კვლავ დაიკავა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა.

„მას პრაქტიკულრად ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში აქვს მიღებული მონაწილეობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და დაამატა: „როცა ჩვენი მთავრობა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავს ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების მქონე კადრს, ამით ყველაფერი ნათქვამია. ჩვემი ამოცანა, სურვილია, კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიყვანოთ ორი ქვეყნის ურთიერთობები“.

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ზალკალიანს ილია დარჩიაშვილი შეცვლის.

დარჩიაშვილი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იყო პოლონეთში საქართველოს ელჩი.

ირაკლი ღარიბაშვილის და დავით ზალკალიანის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button