დაზარალებული მევენახეების აქცია თელავში

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან თელავის რაიონის სამი სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.

ადგილობრივი გლეხები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს, შილდის ღვინის ქარხანაში ყურძნის მოსავალი ჩააბარეს, თუმცა კუთვნილი ანაზღაურება ამ დრომდე არ მიუღიათ. აქციის მონაწილეების თქმით, ქარხნის მეპატრონეები თაღლითობის ბრალდებით არიან დაკავებული.

აქციის მონაწილეებს უკვე შეხვდა კახეთის გუბერნატორის მოადგილე. ზურაბ არსენიშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე, დღესვე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაზარალებულ გლეხებს შეხვდებიან და პრობლემის მოგვარების გზებს განიხილავენ.

აქციის მონაწილეების თქმით, თუ მათი პრობლემა დროულად არ მოგვარდება მათი პროტესტი პერმანენტულ სახეს მიიღებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button