სპორტ-ნიუსისპორტი

დაზავება ინგლისურად და საჯარიმო ბარათების ფრიალი ტოტენჰემში

პრემიერლიგის მე-18 ტურში საინტერესო მატჩები გაიმართა.

სხვადასხვა ფაქტორებით გამორჩეული იყო ლივერპულის და ტოტენჰემის დაპირისპირება.

მატჩში 4 გოლი გავიდა და უხეშობის გამო მთავარმა არბიტრმა 8 ყვითელი და 1 წითელი ბარათი გამოიყენა.

ანგარიში მასპინძელთა უდავო ლიდერმა, ჰარი კეინმა მე-13 წუთზე გახსნა. 35-ე და 69-ე წუთებზე მერსისაიდელებმა გამოიჩინეს თავი და წინ გავიდნენ.

საბოლოო ანგარიში 74-ე წუთზე სონმა დააფიქსირა. მატჩი ფრედ, 2:2 დამთავრდა.

ამ დროისთვის ლივერპულს 41 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. ტოტენჰემი კი 26 ქულით მე-7 პოზიციაზეა.

მომდევნო ტური 26 დეკემბერს გაიმართება. კლოპის ბიჭები ლიდსს დაუპირისპირდებიან. „მამლები“ კი „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button