მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“დაჟინებით მოვუწოდებთ ყველა მხარეს…”

ევროპარლამენტარებმა, მარინა კალიურანდმა და სვენ მიკსერმა განცხადება გამოაქვეყნეს.

ისინი ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და ახალი საარჩევნო სისტემის მხარდაჭერა საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციას შეუწყობს ხელს.

“საქართველოს პარლამენტის მიერ 136 ხმით საკონსტიტუციო ცვლილებები მიღება დადებით და ფართო მხარდაჭერაზე მეტყველებს. დაჟინებით მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიყენოს 8 მარტის შეთანხმების ეს პოზიტიური იმპულსი, რადგან ეს საქართველოს პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციაში დაეხმარება და მომდევნო პარლამენტში საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული სურვილის ასახვას უზრუნველყოფს. 23 და 29 ივნისს ჩანიშნული მოსმენები და ხმის მიცემის პროცესი მიზანად ისახავს საარჩევნო რეფორმის ეუთო-ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად მიღებას.” – ვკითხულობთ ევროპარლამენტარების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის წევრებს, “ევროპული საქართველოდან” და “ნაციონალური მოძრაობიდან”, მიმართავს.

იგი ამბობს, რომ მათ კიდევ ერთი საათი აქვთ, რათა დაფიქრდნენ და საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ.

მდინარაძის თქმით, დღეს სესიაზე უმრავლესობის წარმომადგენლები კონკრეტულ პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებენ.

“ეს იქნება კიდევ უფრო ფართო კონსენსუსით, თუმცა ყველანი ვხედავთ, რომ ამის გარეშეც ცვლილებებს, მათ გარდაც აქვთ მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, იგივე რაოდენობის დეპუტატების მხარდაჭერით გავა, მას არანაირი პრობლემა არ შეექმნება, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ერთი საათის განმავლობაში, ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას შეუძლია მოიფიქროს და შეუერთდეს იმ გადაწყვეტილების აღსრულებას, რომელზეც ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის ქართული საზოგადოების დაკვეთა და წინ გადადგმული ნაბიჯი.” – თქვა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 21 ივნისს პირველი მოსმენით დაამტკიცა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. 5 დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა, ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია, ემზარ კვიციანი, კახაბერ ოქრიაშვილი და დავით ჭიჭინაძეა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ნატო ჩხეიძემ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ფრაქციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

„ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, თუ ხელისუფლება გიორგი რურუას არ გაათავისუფლებს, მისი პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენაში მინაწილეობას არ მიიღებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button