დაზიანებული სახურავების აღდგენა 29 აგვისტოდან დაიწყება [Audio]

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის წევრები ლაგოდეხში დაზარალებული სოფლების ადმინისტრაციის და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც რადიო “ჰერეთს” კახეთის გუბერნატორმა , ირაკლი შიოლაშვილმა განუცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაზარალებულ სოფლებში ხვალიდან დაიწყება.

შიოლაშვილის თქმით, შტაბის მიზანია კოორდინაცია გაუწიოს და დროული რეაგირება მოახდინოს სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში კახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და კანცელარიის წარომადგენლები შედიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button